დღეს დასავლეთ საქართველოში ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

0
382
გარემოს ეროვნული საგენტოს ცნობით დღეს, 20 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსი იქნება. უამინდობა შენარჩუნდება გვიან ღამემდე. ხვალ, 21 მარტს შედარებით გამოიდარებს, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოშიც აცივდება. ჰაერის ტემპერატურა +8, +13 გრადუსი იქნება.22 – 26 მარტს მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსი იქნება.
წინა სტატიაზუგდიდში რეზო ბულიას სახელობის პირველი ხელოვნების ფესტივალი ჩატარდა
შემდეგი სტატიანორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტი დაიწყო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური