სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მიმართავს

0
389
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები დაცული არ არის. ამის შესახებ ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 
 
სააგენტოში განმარტავენ, რომ განსაკუთრებით საშიშია არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში მაღალი რისკის შემცველი სურსათის – ხორცისა და ხორცპროდუქტების, თევზის, რძისა და რძის ნაწარმის, კვერცხის, მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა. 
 
”სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები. ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება სურსათით ინტოქსიკაციის რისკი. განსაკუთრებით საშიშია არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში მაღალი რისკის შემცველი სურსათის – ხორცისა და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის, კვერცხის, მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა. 
 
სურსათის ეროვნული სააგენტო გაფრთხილებთ, არასათანადო პირობებში განთავსებული სურსათი საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას!”, – ნათქვამია განცხადებაში.
 
წინა სტატიაგარემოვაჭრეებს თბილისში, მარჯანიშვილის მეტროსთან ვაჭრობა აეკრძალათ – დახლები აღებულია
შემდეგი სტატიამუხა გურიაში, რომლითაც ივანიშვილი დაინტერესდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური