ლევან ვარშალომიძე: პრემიერის ბრალდებები ჩვენი მისამართით სრული აბსურდია

0
392
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს მოადგილე ლევან ვარშალომიძე აცხადებს, რომ პრემიერის ბრალდებები ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სრული აბსურდია. 
 
„პრემიერსა და მთავრობას ვურჩევდი, ნაცვლად გადაბრალების პოლიტიკისა,  რითაც ახლა არიან დაკავებულები  , გამოიძიონ და თქვან, ვინ იყო შემსრულებელი და დამკვეთი. გადაბრალებით საქმე არ მოგვარდება. მთელმა ბათუმმა იცის, 12 საათამდე როგორ მშვიდობიანად იდგა ხალხი, ვითარება დაიძაბა 12 საათის შემდეგ,  როცა სუსი და სპეცრაზმი გამოჩნდა.
 
მთავარი შეკითხვა ამ ვითარებასი არის ის, თუ სად იყო დილის 5 საათამდე მთავრობა. როცა ამ კითხვებს გაეცემა პასუხი, ყველა მიხვდება რასთან გვაქვს საქმე.
 
ჩვენ უახლოეს დღეებში წარვადგენთ სრულ ქრონოლოგიას, თუ რა როგორ ვითარდებოდა იმ დღეს ბათუმში მოვლენები და საზოგადოებას ვანახებთ ვინ ტყუის და ვინ ამბობს სიმართლეს“, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.  
წინა სტატიადავით ნარმანიას მერობის დღეები დათვლილია. მიიღებს თუ არა თბილისი მერად სამტრედიელ კალაძეს?
შემდეგი სტატიაგალში დაუდგენელმა პირებმა ადგილობრივი ფოტოგრაფი ძმების კვეკვესკირების სახლი დაწვეს, სოხუმში – დეპუტატობის კანდიდატის ავტომანქანა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური