მთავარისიახლეებისაზოგადოებაბერა ივანიშვილის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარისათვის პოლიციის 9 თანამშრომელი დაითხოვეს სამსახურიდან

ბერა ივანიშვილის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარისათვის პოლიციის 9 თანამშრომელი დაითხოვეს სამსახურიდან

Published on

შარდენზე ერთ-ერთ კლუბში მომხდარი ჩხუბის დროს კლუბის დაცვის წევრი დააკავეს.  გენერალურმა ინსპექციამ ბერა ივანიშვილის დავალებით პოლიციას მისი  გათავისუფლება მოთხოვა. თუმცა, ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რასაც მინისტრის მხრიდან თავად მათი – გენერალური ინსპექციის ცხრა თანამშრომლის გათავისუფლება მოჰყვა – აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში.
 
ენმ – ის წევრები ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრს და შსს მინისტრს პოლიციელთა ღირსების შელახვაში ადანაშაულებენ. 
 
„ეს არის მორიგი ფაქტი, რომელიც ადასტურებს პოლიციელთა ღირსების შელახვას, მათ აბუჩად აგდებას, აღმაშფოთებელია, რომ   შინაგან საქმეთა მინისტრი  პოლიციელებს,  თავის თანამშრომლებს "ბალასტს" უწოდებს – ეს  ანგრევს ქართულ სახელმწიფოს. ამიტომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის და ყველგან დაცავს ქართული პოლიციის ღირსებას, ქართველი პოლიციელების უფლებებს,“ –  განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. 

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...