ვინ შეასრულებს თეა წულუკიანის მოვალეობას? – იუსტიციის მინისტრი სამსახურს დროებით ტოვებს

0
444
იუსტიციის მინისტრის მოვალეობას მომდევნო ორი თვის განმავლობაში მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე შეასრულებს, – ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. უწყების ცნობით, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დეკრეტულ შვებულებაში გავიდა.ალექსანდრე ბარამიძე 2012 წლის ოქტომბრიდან − საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ხოლო 2013 წლის ნოემბრიდან პირველი მოადგილის პოსტს იკავებს. ამასთან, ალექსანდრე ბარამიძე იუსტიციის სამინისტროს საპარლამენტო მდივანია.ალექსანდრე ბარამიძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და იურიდიული ფაკულტეტები. მან ტრენინგები გაიარა ამერიკული და საერთაშორისო სამართლის ცენტრსა (პლანო, ტეხასის შტატი) და ადვოკატთა ეროვნულ ინსტიტუტში (ლუისვილი, კოლორადოს შტატი). იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობის დაკავებამდე იყო ადვოკატი საერთო სპეციალობით. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს მედიასამართალში, საერთაშორისო სამართალსა და ადვოკატთა უნარ-ჩვევებში.
წინა სტატია„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები სესხების გადავადებას და კომპენსაციების გაცემას ითხოვენ
შემდეგი სტატიადეპორტირებულ მოქალაქეთა ნაწილი უვიზო მიმოსვლით ვერ ისარგებლებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური