„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თემატური სამუშაო ჯგუფები დააკომპლექტა და მიმართულების ხელმძღვანელები განსაზღვრა

0
395
 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის ის ძირითადი მიმართულებები განსაზღვრა, რომელიც საბჭოს კონკრეტულ წევრებს მათთვის სასურველ თემატურ სამუშაო ჯგუფებში აერთიანებს. სხდომაზე ფარული კენჭისყრით აირჩიეს მიმართულების ხელმძღვანელებიც.სხდომას 2017 წლის პარტიის ყრილობასა და შემდგომ, რაიონულ კონფერენციებზე არჩეული პოლიტიკური საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის  ნიკა მელიას თქმით, პარტიაში დაწყებული პროცესები მეტი ჩართულობისა და ღიაობის საწინდარია, რაც თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია.რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებსა და მათ ხელმძღვანელებს – საგარეო ურთიერთობათა მიმართულებას სალომე სამადაშვილი უხელმძღვანელებს, ეკონომიკურ მიმართულებას – რომან გოცირიძე, სამართლებრივ საკითხებს – ლევან ბეჟაშვილი, ადამიანის უფლებებს – მირდატ ქამადაძე, ჯანდაცვას და სოციალურ საკითხებს – პეტრე ცისკარიშვილი, პოლიტიკურ მიმართულებას – აკაკი მინაშვილი, რეგიონულ მიმართულებას – დავით კირკიტაძე, სტრატეგიულ კომუნიკაციების განსაზღვრას – ნინო კალანდაძე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას – კოტე იოსელიანი, განათლებას და მეცნიერებას – მარიკა გერსამია, მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობას – გიორგი პატარია, თავდაცვისა და უშიშროების მიმართულებას გიორგი ბარამიძე, კრეატივი და ინოვაციებს – ნინო ლაპიშვილი, ანტიკორუფციულს – გიორგი ონიანი, კულტურას – გიორგი როინიშვილი.
წინა სტატიამშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსებას ყველა ჯგუფი შეძლებს
შემდეგი სტატია„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები სესხების გადავადებას და კომპენსაციების გაცემას ითხოვენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური