რამდენად წარმატებულად ივაჭრა დიმიტრი ობოლაძემ?

0
402
 ,,ყოველ წელს ბატონი ობოლაძე შესაშური სტაბილურობით ვაჭრობს ხელფასის მომატებაზე. – ამბობს რუსთავი ორის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია კომენტარებში დიმიტრი ობოლაძის "იმედზე" გადასვლასთან დაკავშირებით.  
 
მეწყინა მისი გადასვლა, მაგრამ არ მგონია, არხმა ამით დიდი დანაკლისი განიცადოს.
 
სხვებთან კი არა უკვე თვეებია, ჩემთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, მაგრამ ეს არ შედგა. დიმიტრი ობოლაძეს ყოველ წელს ჰქონდა პრეტენზია მაღალ ანაზღაურებაზე, წელს ეს პრეტენზია არ დავუკმაყოფილეთ, შესაბამისად, "იმედში" წავიდა.
 
ტელეკომპანია "იმედს" ყოველთვის აქვს "რუსთავი 2"-ის თანამშრომლების გადაბირების მცდელობა, უბრალოდ, ეს არ გამოსდის. ეს უკვე რამდენიმე წელია, გრძელდება და ყოველ წელს ბატონი ობოლაძე შესაშური სტაბილურობით ვაჭრობს ხელფასის მომატებაზე. წელს გადავწყვიტეთ, რომ იგი ამდენი არ ღირს და წავიდა იქ, სადაც ბევრს უხდიან," – უთხრა "რეზონანსს" ნიკა გვარამიამ.
 
მიღებული გადაწყვეტილების  მოტივაციაზე საუბარში თავად დიმიტრი ობოლაძეც ღიად ასახელებს ფინანსურ ინტერესებს. მისი ს თქმით, ტელეკომპანია "იმედიდან" ნორმალური შეთავაზება მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ "რუსთავი 2"-ში 21 წელზე მეტია მუშაობს, ამ შეთავაზებას დათანხმდა.
წინა სტატიაზატულინზე გაბრაზებული აფხაზი ბლოგერები: იქნებ ივანის პონტზე აგდება ,,ქართული ფაქტორით’’ ვცადოთ ?
შემდეგი სტატიაყაჩაღობა ზუგდიდში- კერძო სესხის კომპანიიდან ნიღბიანებმა 5000 ლარი გაიტაცეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური