ქუთაისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

0
385
ყაჩაღობა მოხდა ქუთაისში. ნიკეას ქუჩაზე სამმა ნიღბიანმა ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა. თანამშრომლების თქმით, წაღებულია 1500 ლარი. დაშავდა ბენზინგასამართი სადგურის ერთი თანამშრომელი. ვაჟა ფხაკაძეს სახეზე დაზიანება აქვს მიყენებული. ის ყვება, რომ ნიღბიანები იარაღით მივიდნენ და ფული მოსთხოვეს. თანხის მიცემის შემდეგ სეიფის გასაღებიც მოითხოვეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. ვაჟა ფხაკაძემ რამდენიმე წუთით გონებაც დაკარგა. მოგვიანებით ის  საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად ფხაკაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სახლში იმყოფება.შსს-ში განმარტავენ, რომ გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
წინა სტატიასაყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია
შემდეგი სტატიაზატულინზე გაბრაზებული აფხაზი ბლოგერები: იქნებ ივანის პონტზე აგდება ,,ქართული ფაქტორით’’ ვცადოთ ?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური