„განათლების საერთაშორისო აკადემია IAE“ საქართველოს მასშტაბით ჰარის ოლიმპიადას იწყებს

0
443

„განათლების საერთაშორისო აკადემია IAE“ იწყებს ჰარის ოლიმპიადას – Harry Olympics საქართველოს მასშტაბით. სასკოლო ოლიმპიადა პირველ ეტაპზე ჩატარდება – ინგლისურ ენაში. პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა, ცოდნის გაღრმავება და გამოცდილების მიღება. განათლების საერთაშორისო აკადემია ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი სეგმენტისთვის : კონკურსებს, ზამთრის და ზაფხულის სკოლებს, ტრეინინგ-კურსებს და სხვა საგანმანათლებლო პროექტებს. ჰარის ოლიმპიადის მხარდამჭერია : კარიერული წინსვლის აკადემია ACD, ჰოგვარტსის ქართულ-ბრიტანული სკოლა, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა და ინგლისური ენის ცენტრი : “ Royal English Centre “ .ჰარის ოლიმპიადა – Harry Olympics მოსწავლეებს ამზადებს წარმატებული მომავლისთვის და კონკურენტუნარიანი გარემოსთვის, აძლევს შესაძლებლობას გაიღრმავონ ცოდნა და ჩაერთონ საკმაოდ საინტერესო ოლიმპიადაში, მოიპოვონ პრიზები და დაჯილდოვდნენ ორენოვანი სერტიფიკატებით.ოლიმპიადა შედგება სამი ტურისაგან, პირველი ტური 25 მარტს ერთდროულად ჩატარდება საქართველოს რამდენიმე ქალაქში. ზუგდიდი ერთ-ერთი ქალაქია, II ტური – ჩატარდება 9 აპრილს III საფინალო ტური კი – 29 აპრილს თბილისში. მეორე ტურში მონაწილე ყველა ბავშვს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი, ხოლო მესამე ტურში გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები და ორენოვანი სერტიფიკატები.ზუგდიდში ჰარის ოლიმპიადას ჰყავს რამდენიმე კოორდინატორი,რომლებიც ორგანიზებას გაუწევენ იოლიმპიადის ყველა ტურის მსვლელობას და მათ წარმატებულად ორგანიზებას. რეგისტრაცია მიმდინარეობს 21 მარტის ჩათვლით დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს : http://hari.ge/ –  hari.geსაკონტაქტო ინფორმცია: ჰარის ოლიმპიადის ოფიციალური ელ. ფოსტა : HARI.OLYMPICS@GMAIL.COMოფიციალური ფეისბუქ გვერდის მისამართი : ჰარის ოლიმპიადა – Harry Olympics
 

წინა სტატიაონლაინ თაღლითებმა პირადი მონაცემების მოპარვის ახალი სქემა შექმნეს
შემდეგი სტატია5 წლამდე ბავშვებს, სტუდენტებს, პენსიონერებს, შშმ პირებს, პედაგოგებსა და სოციალურად დაუცველებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მედიკამენტებით სარგებლობაც შეეძლებათ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური