მთავარისიახლეებიპოლიტიკაალასანიას ყოფილი თანაგუნდელი, თამაზ შიოშვილი გორის ვიცემერი გახდა

ალასანიას ყოფილი თანაგუნდელი, თამაზ შიოშვილი გორის ვიცემერი გახდა

Published on

ირაკლი ალასანიას ყოფილი თანაგუნდელი, "თავისუფალი დემოკრატების" შიდა ქართლის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი თამაზ შიოშვილი ქალაქ გორის ვიცემერად დაინიშნა. ინფორმაციას ტელეკომპანია "დია" ავრცელებს.

შიოშვილი მოვალეობის შესრულებას 10 მარტიდან შეუდგა. გავრცელებული ინფორმაციით, შიოშვილი შიდა ქართლის გუბერნატორის, კახა სამხარაძის მეგობარია. 

გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსი თემურ მანველიშვილი აცხადებს, რომ შიოშვილი კვალიფიციური და გამოცდილი კადრია და გორის მერმა მისი დანიშვნის გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო. თავად შიოშვილი საკუთარ გადაწყვეტილებაზე ტელეკომპანიასთან ინტერვიუში საუბრობს და აცხადებს, რომ არსებულ გუნდთან ერთად და გუბერნატორთან კოორდინაციით, ბევრი საქმის გაკეთებას შეძლებს. თამაზ შიოშვილს წარსულში გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი არაერთხელ გაუკრიტიკებია.

თამაზ შიოშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "თავისუფალმა დემოკრატებმა" გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა, თუმცა, მან საკუთარი კანდიდატურა მოულოდნელად მოხსნა, რის შემდეგაც, ირაკლი ალასანიამ გორში კენჭისყრა თავად გადაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნების წინ შიოშვილს "ქართულმა ოცნებამ" შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა შესთავაზა, თუმცა, თავად შიოშვილი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა.

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...