მთავარისიახლეებისაზოგადოება20 მარტამდე საქართველოში პერიოდულად წვიმიანი ამინდი იქნება

20 მარტამდე საქართველოში პერიოდულად წვიმიანი ამინდი იქნება

Published on

20 მარტამდე საქართველოში პერიოდულად წვიმიანი და არამდგრადი ამინდი იქნება. როგორც  გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსი სვეტლანა ნიორაძე აცხადებს, მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი. 

დღეს საქართველოში დასავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10-15 გრადუსი, მთაში – 7-12 გრადუსი, მაღალმთაში- 1-6 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში კი ღამით წვიმა იქნება, მაღალმთაში – თოვლი. დღისით გამოიდარებს, საღამოს საათებში კი კვლავ გაწვიმდება. მაღალმთაში მოთოვს. 

16 მარტს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით 11-16 გრადუსი; მთაში 5-10 გრადუსი; მაღალმთაში 2-7 გრადუსი იქნება.
თბილისში დღეს, დღის ბოლოს ასევე წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15 გრადუსი იქნება.

17 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში დღისით გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი წვიმა შენარჩუნდება. 
დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური 14-19 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 12-17 გრადუსი იქნება.

18-19 მარტს საქართველოში ამინდი კვლავ იწვიმებს. 
18 მარტს საქართველოში დასავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს, რომლის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება. 
20 მარტს კი საქართველოს უმეტეს რაიონებში გამოიდარებს. 

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...