სოზარ სუბარი: სტრასბურგის სასამართლო ვერ გააუქმებს ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა მას აქვს უფლება მოგვთხოვოს თავიდან მოხდეს სასამართლო განხილვა,

0
383
„ერთი წუთით არ დგას ეჭვქვეშ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი,“- ეს განცხადება განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა. სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ საქართველოში სასამართლოს მესამე ინსტანციის გადაწყვეტილება არის საბოლოო.
 
„საქართველოში არის სამი ინსტანცია, მესამე ინსტანციის გადაწყვეტილება არის საბოლოო, მისი ზემდგომი ინსტანცია არ არსებობს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება დღეს არის შეჩერებული სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვაღიარებთ სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქციას. სტრასბურგის სასამართლო ვერ გააუქმებს ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა მას აქვს უფლება მოგვთხოვოს თავიდან მოხდეს სასამართლო განხილვა, თუ ჩაითვლება, რომ სამართლიანი სასამართლოს ფლობა არის დარღვეული. თუ ასე მოხდება, ამ შემთხვევაში საქართველოს სასამართლოები განიხილავენ ამ საქმეს თავიდან. ერთი წუთით არ დგას ეჭვქვეშ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი, არ განიხილავს არავინ საქართველოში,“- განაცხადა სოზარ სუბარმა
წინა სტატიარა ზამთრის კურორტების ხელმისაწვდომობაზეა საუბარი, როცა 40 000 ოჯახი მთავრობამ 2016 წლის არჩევნებიდან დღემდე საარსებო შემწეობის გარეშე დატოვა?
შემდეგი სტატიამეუფე პეტრე სინოდის მიერ მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური