პრეზიდენტის პრეს სპიკერი: სტრასბურგის გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა საქართველოს ევროპულ მომავალზე დარტყმა იქნება

0
401
,,რუსთავი2-ის" საქმეზე სტრასბურგის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას და მმართველი გუნდის განცხადებებს საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება.
 
პრეზიდენტის პრესსპიკერმა  ტრადიციულ ბრიფინგზე  განაცხადა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა  საქართველოს ევროპულ მომავალზე დარტყმა იქნება.
 
„საქართველოს ევროპული გზა და ევროპული მომავალი შეუქცევადია. საქართველომ დიდი ხნის წინ გააკეთა არჩევანი ევროპულ სტანდარტსა და რუსულ სტანდარტს შორის. 1999 წელს ჩვენ უპირობოდ შევუერთდით ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას, რითიც განვაცხადეთ, რომ ვიზიარებთ და მზად ვართ დავიცვათ ევროპული ფასეულობები. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვაღიარეთ ევროსასამართლოს უზენაესობა და ავიღეთ ვალდებულება კონვენციის ყველა მუხლის შესრულებაზე.
დღეს, როდესაც ასე ახლოს ვართ ევროპასთან, როგორც არასდროს, ნებისმიერი კითხვის ნიშნის დასმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების კონტექსტში, არის დარტყმა საქართველოს ევროპულ მომავალზე. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე არასოდეს, არცერთ მთვრობას არ დაუყენებია ეჭვქვეშ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება. შესაბამისად, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველომ უნდა დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები და არ გადაუხვევს ევროპული გზიდან და არ იტყვის უარს ევროინტეგრაციაზე,“- განაცხადა ეკა მიშველაძემ.
წინა სტატიასინოდი მიტროპოლიტ პეტრეს წერილითვე უპასუხებს
შემდეგი სტატიათბილისში ხატია დეკანოიძის შვილი დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური