მთავარისიახლეებისაზოგადოებამთავრობის სხდომაზე კეთდება განცხადებები ბათუმის მოვლენების მონაწილეთა მკაცრად დასჯის აუცილებლობაზე

მთავრობის სხდომაზე კეთდება განცხადებები ბათუმის მოვლენების მონაწილეთა მკაცრად დასჯის აუცილებლობაზე

Published on

 ,,გამოძება აუცილებლად გაგრძელდება და მივა დასასრულამდე და აუცილებლად უნდა დაისაჯოს ის, ვინც სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს  მთავრობის სხდომაზე ბათუმის აქციასთან დაკავშირებით.
„მინდა ორიოდე სიტყვით მადლობა ვუთხრა ყველა ადამიანს, ვისი მოზომილი, მოთმინებული, შეწყობილი მოქმედებების შედეგადაც, ჩვენ შევძელით, რომ ძალიან სერიოზულ პროვოკაციას თავი ავარიდეთ და მართლაც და ბეწვის ხიდზე გავიარეთ. მინდა პოლიციელებს, ყველა სახელმწიფო მოხელეს, ვინც ჩართული იყო, მინდა მადლობა ვუთხრა ვაჟკაცობისთვის, მოთმინებისთვის, აჭარის მთავრობას და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელებს.
გამოძიება მიმდინარეობს და არავის არ უნდა შერჩეს ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც აშკარად დაგეგმილის ელფერს ატარებდა – განაცხადა პრემიერმინისტრმა 
 
ცნობისათვის – სახალხო დამცველის წარმომადგენლის ციალა ქათამაძის განცხადებით, ამ დროისათვის ბათუმში   დაკავებულია 75 ადამიანი. დღეს გაგრძელდება იმ პირების სასამართლო პროცესები, რომლებიც არეულობაში მონაწილეობდნენ. კვირას, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული 3 პირის პროცესი დღეს 15:00 საათზეა დანიშნული. 
ქათამაძე არ გამორიცხავს, რომ დაკავებულები არა მხოლოდ ბათუმიდან, სხვა ქალაქებიდან იყვნენ.
 
 
 

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...