მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,უტიფარი პოლიტიკოსი უსირცხვილო პოლიტიკური გაერთიანების რიგებში“- ასე ეხმაურება ნიკა მელია არჩილ...

,,უტიფარი პოლიტიკოსი უსირცხვილო პოლიტიკური გაერთიანების რიგებში“- ასე ეხმაურება ნიკა მელია არჩილ თალაკვაძის განცხადებას

Published on

,,უტიფარი  და  უპასუხისმგებლო''. – ასე აფასებს  „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ „გუშინ დასრულდა დრო, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ასაღებდა ოპონენტ პარტიად და გადაიქცა ქვებით შეიარაღებულ რადიკალურ ჯგუფად“.
 
 „იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ბათუმში მოხდა, და   უმოქმედობასთან დაკავშირებით, არჩილ თალაკვაძე და მისი მეგობრები მსგავს განცხადებებს აკეთებენ . – ამბობს ნიკა მელია – მთელი 12 საათის განმავლობაში, ვიდრე ხულიგნებმა და ვანდალიზმში მონაწილეებმა ბათუმის ცენტრალური ქუჩა არ გაანადგურეს, არ გადაწვეს მანქანები, არ დაამსხვრიეს მინები და არ გაანადგურეს ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად ელემენტარულად სახანძრო მანქანა და პოლიცია არ გამოუყვანიათ.  5 წუთით გამოიყვანეს სპეცდანიშნულების დანაყოფი და  ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები ესროლეს პროტესტში მონაწილე ადამიანებს, ამის შემდეგ გაიყვანეს ბათუმის ცენტრალური ქუჩიდან ეს სპეცრაზმი და მთელი 4 საათის განმავლობაში ქალაქი ხულიგნებსა და ვანდალებს ხელში ჩაუგდეს.
 
ჩვენ უნდა დაგვემყარებინა ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში წესრიგი თუ „ქართულ ოცნებას“, რომელიც ხელისუფლებაშია?!
 
სად იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი მთელი 12 საათის განმავლობაში?! სად იყო რომელიმე მათგანი მთელი 12 საათის განმავლობაში, ერთი პოლიტიკური განცხადებაც კი არ გაუკეთებიათ.
 
დღის 5-6 საათზე, როდესაც იქ მხოლოდ და მხოლოდ 50-60 ადამიანი იდგა და  ჯერ კიდევ მართლაც მშვიდობიანი პროტესტი მიმდინარეობდა,   ერთი რომელიმე პოლიტიკოსი  რომ გამოჩენილიყო და მოსახლეობას დალაპარაკებოდა,  არანაირი ვნებათაღელვა არ მოჰყვებოდა, მაგრამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რეალურად განაგდურებულიყო ის ცენტრალური ქუჩები, სადაც ადგილი ჰქონდა ამ ვანდალურ აქტს.
 
ამის შემდეგ, როდესაც თალაკვაძე ბედავს და საუბრობს, რომ თითქოს ოპოზიციური პარტიაა ამ ყველაფერში დამნაშავე, ეს არის უტიფრობა და უპასუხისმგებლობა, მაგრამ რა უნდა მიკვირდეს იმ უტიფარი პოლიტიკური გუნდისგან, რომელმაც კორცხელის დარბევა მე პირადად დამაბრალა? რომელმაც მაგალითად, 13 ივნისის თბილისის სტიქია „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალა?
ამიტომ ამ გუნდს აუცილებლად მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ბათუმში მოხდა. უმჯობესია იმაზე იფიქრონ, თუ სად დააშავეს და რა მოხდა რეალურად ბათუმის ქუჩებში. ბუნებრივია, ეს მათი სტილია. მათი უმოქმედობა, არაპროფესიონალიზმი და მოღალატეობრივი საქმიანობა ამ ქვეყანაში უკანასკნელი 5 წლის განამვლობაში ყველასთვის უკვე ცნობილია და ახლა განტევების ვაცის ძებნა პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრში, რა თქმა უნდა, ეს ივანიშვილის ხელწერაა, რომელიც უკვე ვერავითარ შემთხვევაში ვეღარ იყიდება საზოგადოებაში. ამიტომ ბატონი თალაკვაძე არის ერთი უტიფარი პოლიტიკოსი უსირცხვილო პოლიტიკური გაერთიანების რიგებში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
 

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...