მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთის სამხრეთში, სომხეთსა და აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებულ ძალთა საომარი მოქმედებისთვის მზაობის მოულოდნელი...

რუსეთის სამხრეთში, სომხეთსა და აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებულ ძალთა საომარი მოქმედებისთვის მზაობის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო

Published on

РИА Новости – ს ცნობით,  ,,რუსეთის სამხრეთში, სომხეთსა და აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებულ ძალთა საომარი მოქმედებისთვის მზაობის მოულოდნელი შემოწება დაიწყო.’’
 
იგი ჩატარდება კარსნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში, ასტრახანისა და ვოლგოგრადის ოლქებში, ყარაჩაი – ჩერქეზეთსა დაადიღეში,აგრეთვე სომხეთსა და აფხაზეთში განლაგებულ ბაზებზე. 
 
რუსეთის  სამხრეთის ჯარების ოლქის პრეს სამსახურის ცნობით, ბრძანება მოულოდნელი შემოწმების შესახებ ოლქის სარდალმა გასცა.    მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სარდლობის მიზანია შემოწმდეს   სამხედრო ქვედანაყოფების მზაობა საბრძოლო ამოცანების შესრულებისათვის და მათი ბრძოლისუნარიანობისა და გაწვრთნილობის ხარისხი. 
შემოწმების ფარგლებში გათვალისწინებულ ღონისძიებებში ჩართულია 6 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და 1, 5 ათას ერთეულ საბრძოლო იარაღი, სამხედრო და სპეციალური ტექნიკა. ამოქმედებულია სამხედრო სამმართველოს ოცზე მეტი შტაბი და სხვა ხელმძღვანელი ორგანოები. 
 
განგაშის გამოცხადების შემდეგ შენაერთები მოყვანილია უმაღლესი ხარისხის საბრძოლო მზაობაში და გადასროლილია დანიშნულების ადგილებზე ( მათ შორისპოლიგონებზე, რიომლებიც არ სახელდება), სადაც უკვე დაწყებულია ტექნიკის შენიღნბვა და საბრძოლო პოზიციებზე გაყვანა.
 
ოლქის პოლიგინებზე ჩატარდება ტექნიკური სწავლებები საბრძოლო სროლით, აგრეთვე საკონტროლო მეცადინეობები საბრძოლო და სპეციალური მოზადების ძირიტად საგნებში.  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სახეობათაშორის ურთიერთქმედებებისა  და ჯარების ყოველმხრივი უზრუნველყოფის პრაქტიკის გამომუშავებაზე  – ნათქვამია პრეს – სამსახურის განცხადებაში
 
,,ოდიში ნიუსი'' დასძენს, რომ მსგავსი შემოწმებები აღნიშნულ ბაზებზე და მათ შორის აფხაზეთშიც თითქმის ყოველწლიურად ტარდება, მაგრამ   მეტ-ნაკლები მასშტაბით.  ამჯერად მედიის განსაკუთრებული ყურადღება ამ საკითხისადმი განაპირობა იმან, რომ შემოწმება მოულოდნელია, თუმცა ესეც არაერთხელ მომხდარა  ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებულ ძალთა ყოფნის  პრაქტიკაში. მიუხედავად იმისა, რა მიზნებს ისახავს ეს შემოწმება  (სასწავლო – საკონტროლოს თუ რაღაც სხვას თუნდაც თეორიულად),  რომლის საბაბით საბრძოლო მოქმედებაშია მოყვანილი დიდი კონტინგენტი და შეიარაღება, საქართველოს ხელისუფლების სათანადო რეაგირება  გადაუდებელ აუცილებლობა წარმოადგენს 

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...