მთავარისიახლეებიპოლიტიკაგუბერნატორის ადმინისტრაცია დღეს გამართულ აქციასთან დაგავშირებით განცხადებას ავრცელებს

გუბერნატორის ადმინისტრაცია დღეს გამართულ აქციასთან დაგავშირებით განცხადებას ავრცელებს

Published on

გვსურს გამოვეხმაუროთ გუბერნატორის ადმინისტრაციასთან გამართულ  აქციაზე გაკეთებულ განცადებებს

ვაცხადებთ, რომ დღეს გამართული აქცია მიზნად ისახავდა გუბერნატორის საქმიანი იმიჯის შელახვას და გახმოვანებული ამბები არ წარმოადგენდა სიმართლეს. ცილისმწამებლური კამპანიას პოლიტიკური მიზანი აქვს და მის უკან ისეთი ადამიანები დგანან ვინც ბოლო 9 თვის მანძილზე პარტიული შეხედულებები და გემოვნება მინიმუმ 3-ჯერ შეიცვალეს. გურგენ სართანიას, რომელიც თანამდებობის გამო მის ყოფილ კონკურენტებთან თანამშრომლობასაც საჯაროდ არ გამორიცხავდა, მხოლოდ ერთადერთი – შურისძიების მიზანი აქვს, რადგან ის მმართველმა პარტიამ გამგებლობის კანდიდიატად არ დაასახელა.

ფაქტების გარეშე საუბარი კორუფციაზე, ნეპოტიზმზე და კონტრაბანდაზე მინიმუმ არაეთიკურია. ჩვენ წილისმწამებლური მეთოდებით ბრძოლას, საქმის კეთებით ვუპირისპირდებით. ლევან შონიას გუბერნატორობის დროს რეგიონში განხორციელდა 1700-მდე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებიც მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული და მათ საჭიროებებს პასუხობს. ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, რათა ყველა სოფელში ახალი გზა, წყალი, გაზი, კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღები და სკოლები გვქონდეს. ამისთვის ვმუშაობთ ყოველ დღე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სხვადასხვა ფონდებთან თუ დონორ ორგანიზაციებთან.

რაც შეეხება ბრალდებას ზუგდიდის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების გათავისუფლებაში გუბერნატორის ჩართვასთან დაკავშირებით, სიმართლეს მოკლებულია. არც გუბერნატორი და არც მისი ადმინისტრაცია თვითმმართევლობების საკადრო გადაწყვეტილებებში არ ერევიან და არც უფება აქვთ. მეტიც გამგეობიდან თანამშრომელბის გათავისუფლება, ჩატარებული ატესტაციის შედეგად მიღებული  დაბალი შედეგების მიხედვით მოხდა. ყოფილმა თამანშრომლებმა ასეთ დროს სასამართლოს უნდა მიმართონ.

რაც შეეხება აქციაზე გაჟღერებულ დანამატების თემას, სახელფასო დანამატები, კანონის შესაბამისად, ბიუჯეტის იმავე მუხლში არსებული თანხით, მიიღეს იმ თანამშრომლებმა ვინც არაშამუშაო საათებსა და დღეებში ზეგანაკვეთურ სამუშაოებს ასრულებდნენ. საწვავთან დაკავშირებით გაკეტებული განცხადებები კი გადაჭარბებულია და საუბარია არა ერთი თვის არამედ მთელი წლის მონაცემებზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე დიდია და მიმდინარე პროექტების კოორდინირებისთვისთვის, თუ სხავა სამუშაოებისთვის სვანეთში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილში, აბაშაში, სენაკში, ფოთში, ხობსა და ზუგდიდის სოფლებში კვირაში რამდენჯერმე გვიწევს სიარული. საწვავის გახარჯვა არსებული ლიმიტის შესაბამისად მოხდა და მისი გადაჭარბება არ მომხდარა.

ვწუხვართ, რომ უბედური შემთხევის შედეგად დაღუპული ზვიად ლაგვილავას ოჯახის ტრაგედიას სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები სათავისოდ იყენებენ. კიდევ ერთხელ გულითადა ვუსამძიმრებთ ზვადის ოჯახს.

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...