“ღამეების თევით და თავდადებით აშენებული ეს ულამაზესი ქალაქი, ნერონის რომივით იწვოდა.”-რა მოხდა ბათუმში?

0
371
ორი დღის წინ ბათუმში მომხდარ არეულობას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. „რა მოხდა ბათუმში ?“ – ამ სათაურით აქვეყნებს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე მოსაზრებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან თორია. „მოგეხსენებათ, რომ ორი დღის წინ დიდი ჯანყი იყო ბათუმში და რუდუნებით, წარმოუდგენელი შრომით, ღამეების თევით და თავდადებით აშენებული ეს ულამაზესი ქალაქი, ნერონის რომივით იწვოდა. რა თქმა უნდა, ამ არეულობის პროვოცირებაში პოლიტიზებულმა სპეცსამსახურებმა თავისი წვლილი შეიტანეს, მაგრამ აჭარლების გაუსაძლის ყოფას და ამის გამო ამბოხს, საერთოდ ვერ გამოვრიცხავთ… ცალკე საკითხია, "თათრული" ნარატივი, ეთნიკური კომპონენტის შემოსვლა, რაც პირდაპირ რუსული სპეცსამსახურების ხელწერაა… და საერთოდ, საქართველოში უკვე ძალიან აქტიურად გამოიყენება "კაგებეს" მეთოდები, ეთნიკური და რელიგიური სენტემენტებით მანიპულირება, რასაც მოაქვს გამოუსწორებელი შედეგები… რაც შეეხება ხელისუფლების ნაბიჯებს ბათუმში მომხდარ ჯანყზე, ერთის მხრივ ეს იყო უუნარობის დემონსტრირება, ხოლო მეორეს მხრივ, პოლიტიკური და იაფფასიანი პიარ გათვლა… ფაქტობრივად, ხელისუფლების ათ საათიანმა უმოქმედობამ და კრიტიკული ვითარების მართვის შეუძლებლობამ, ცხადად წარმოაჩინა, რომ "ქართული ოცნება", ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკურ ძალაა. გარდა ამისა, შეიძლება ვისაუბროთ პოლიტიკურ კომპონენტზე კრიზისულ ვითარებაში, ამის დანახვა საკმაოდ მარტივი იყო: ადგილზე მყოფი სპეცრაზმის და პოლიციის უმოქმედობა დიდი ხნის განმავლობაში, ოპოზიციის წამოგებასთან იყო დაკავშირებული, რეაქციების მოლოდინთან, ხოლო მეორეს მხრივ, ძალის გამოყენების შიშთან და შემდგომ საზოგადოების კრიტიკულ დამოკიდებულებასთან, არადა, პოლიტიკური თეორია, სეხელმწიფოს იცნობს, როგორც "ლეგალურ ბოროტებას"… გამოდის, რომ "ქართული ოცნება", ეს არის უძალო ორგანიზაცია, რასაც ემატება ადამიანების საფრთხის ქვეშ განზრახ დაყენების ტაქტიკა, საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. რას იზამს ხალხი, რა გზას დაადგება? თომას ჯეფერსონის ემოციური სიტყვები უსამართლობაზე, თანამედროვე საქართველოში ისევ აქტუალურია.“- წერს ლევან თორია
წინა სტატიაქუთაისში კორპუსიდან გადმოვარდნილ აგურს 12 წლის გოგონა ემსხვერპლა
შემდეგი სტატიათბილისში ელისო კილაძის შვილი დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური