ელისო კილაძე: მსგავს რამეს ველოდებოდი, მაგრამ ატირებულს, უკანდახეულს და ვინმესთან სათხოვნელად მისულს მე ვერ მნახავენ!

0
393
მსგავს რამეს ველოდებოდი, მაგრამ ატირებულს, უკანდახეულს და ვინმესთან სათხოვნელად მისულს მე ვერ მნახავენ"„თუ ეს კეთდება ჩემზე ზემოქმედებისათვის, ახლავე გეუბნებით, რომ პასუხი არის არა,“- ამის შესახებ გაზეთ "ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ "რუსთავი-2"-ს მისი უფროსი ვაჟის დაკავებასთან დაკავშირებით განუცხადა და აღნიშნა, რომ ნარკოტიკების მიღება მისი ვაჟიშვილის მხრიდან წარმოუდგენელი იყო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. 
 
„ეს ნარკოტიკი მას ჩაუდეს იმიტომ, რომ მას ახლა აქვს ისეთი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ სრულიად წარმოუდგენელია. პირდაპირ გეტყვით, ცეჰეპატიტის მკურნალობის პროცესში ვართ და უკვე სამ კვირაში მან უკვე ეს წამალი უნდა მიიღოს.
 
ამ პერიოდში, როდესაც ის ამ მკურნალობის კურსს გადის, ნარკოტიკების მიღებაზე საუბარი სრულიად არის ზედმეტი. ჩაუდეს? კი, ბატონო, შევეცდები, რომ მისი სიმართლე ბოლომდე გავიტანო. ვერ გავიტან? ბევრი ადამიანი ზის ციხეში და ჩემი შვილი იქნება ერთ-ერთი მათგანი,“- განაცხადა ელისო კილაძემ 
შეგახსენებთ, სსკ-ს 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ელისო კილაძის თქმით, მის ვაჟს ედავებიან, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას ითვალისწინებს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე.
 
თავად შსს ავრცელებს ინფორმაციას, რომ 1989 წელს დაბადებული დ.ხ. თბილისში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს.
"რომ გითხრათ, , – ამბობს ელისო კილაძე "ოლმედიასთან" საუბარში. 
 
სტატიაში("ჰარვარდელი პოლიცმაისტერი, გათავისუფლებული თანამშრომლები და ორი მძღოლი"), რომელიც, ელისო კილაძის თქმით, შესაძლოა, მისი ვაჟის დაკავების მიზეზი იყოს თავად ელისო კილაძეზე გავლენის მოსახდენად, ჟურნალისტი პოლიციის თბილისის სამმართველოს ერთერთ მაღალჩინოსანზე ელგუჯა ჯღარკავაზე წერს,რომელიც ცნობილი სკანდალური ჟურნალისტის, "ობიექტივის" ყოფილი წამყვანის, ამჟამად კი ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნინო ჯღარკავას ძმაა.
წინა სტატიააფხაზეთის დე-ფაქტო საზღვარზე სამი ქალი დააკავეს
შემდეგი სტატიაევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური