მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმს აგრესიული ახალგაზრდების ვანდალური მოქმედების შედეგად 150 ათასი ლარის ზარალი მიადგა

ბათუმს აგრესიული ახალგაზრდების ვანდალური მოქმედების შედეგად 150 ათასი ლარის ზარალი მიადგა

Published on

ბათუმში 11-12 მარტს გამართულ საპროტესტო აქციის შედეგად მიყენებული ზარალი 150 ათას ლარამდე აღწევს, – ამის შესახებ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა ბრიფინგზე განაცხდა. 
 
როგორც იგი აცხადებს, მერიამ საკუთარი ძალებით სხვადასხვა ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა. როგორც გიორგი ერმაკოვი ამბობს, აქციის შედეგად ზარალის ოდენობა 150 ათას ლარამდე აღწევს, საჭიროების შემთხვევაში, უწყება აჭარის მთავრობას დახმარებას სთხოვს. 
 
„ყველაზე დიდი ზიანი ძვირადღირებულ შუქნიშნებს მიადგა. ზუსტად იმ გზაჯვარედინზე 7 მეტრის სიმაღლეზე შუქნიშნების დაზიანება მოხდა. მხოლოდ შუქნიშნების მოსაწესრიგებლად ზარალი 120 ათას ლარამდე შეადგენს. საბოლოო ჯამში, დაზიანებები ამ სახის არის ძირითადად. საბოლოო ჯამში ეს, რომ შევიძინოთ აჭარის მთავრობას თანხის გამოყოფას ვთხოვთ. ჩვენ ჩავატარეთ ტროტუარების აღდგენითი სამუშაოები, სულ მთლიანად ჩვენი რესურსით მოხდა აღდგენა, ზარალი მთლიანობაში დაახლოებით 150 ათას ლარამდე აღწევს“, – აცხადებს გიორგი ერმაკოვი.

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...