მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი არ ჩანს. სამაგიეროდ ბათუმის მოვლენებს ვიცეპრემიერი ეხმაურება, თუმცა დიდი...

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი არ ჩანს. სამაგიეროდ ბათუმის მოვლენებს ვიცეპრემიერი ეხმაურება, თუმცა დიდი დაგვიანებით

Published on

პრეზიდენტისგან განსხვავებით, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმის მოვლენებს აქამდე არ გამოხმაურებია, რაც აძლიერებს ეჭვებს, რომ მედიაში გუშინ დილით გაჟონილი ინფორმაცია მისი შესაძლო გადადგომის თუ გადაყენეწბის შესახებ სიმართლესთან ახლოა. 
 
სამაგიეროდ,  ბათუმელებს სიმშვიდისკენ ვიცეპრემიერმა კახი კალაძემ მოუწოდა. ახლახან მან facebook-ის მის გვერდზე ვიდეომიმართვა გავრცელდა.
 
„ვცეთ ერთმანეთს პატივი. გთხოვთ, მოგიწოდებთ, ანგარიში გაუწიეთ თქვენს თანამოქალაქეებს და დაიშალეთ. ქუჩებში სირბილი, კერძო საკუთრების დარბევა, პოლიციის შენობის შტურმით აღება, ეს არის დანაშაული და კარგად გააცნობიერეთ ეს ყველაფერი, დამშვიდდით და ხვალინდელ დღეს დაელოდეთ. მე ვდგავარ თქვენი, ბათუმელების და სამართალდამცავების გვერდით. მეც ველოდები სიტუაციის განმუხტვას და კანონის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს.  ყველანი ერთად უნდა დავდგეთ პროვოკატორების და უკანონობის წინააღმდეგ,“ – განაცხადა კახი კალაძემ.
 

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...