მთავარისიახლეებიპოლიტიკააგრესიული ახალგაზრდები მეხანძრეებს ქვებს უშენენ და პოლიციის მანქანებისთვის წაკიდებული ცეცხლის ჩაქრობის საშუალებას...

აგრესიული ახალგაზრდები მეხანძრეებს ქვებს უშენენ და პოლიციის მანქანებისთვის წაკიდებული ცეცხლის ჩაქრობის საშუალებას არ აძლევენ

Published on

ამ დრომდე გრძელდება   არეულობა ბათუმის ქუჩებში   – იწვის მანქანები, შენობები, ხეები. ახალგაზრდები სპეცრაზმს უპირისპირდებიან.
აჭარის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ვერ ახერხებენ იმ მანქანამდე მისვლას, რომელსაც ცეცხლი ჯერ კიდევ უკიდია.
 
აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორ თანამშრომელს აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს. მომხდარის შედეგად მათ დაზიანებები მიიღეს. დაშავებულ მეხანძრეებს ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გაუწიეს, ისინი ამჟამად თავს უკეთ გრძნობენ.
 
ბათუმში ჩასული შს მინისტრი პოლიციის სამმართველოში ძალოვანებს ხვდება. ჯერჯერობით არ არის ცნობილი როგორი იქნება მოქმედების გეგმა ქალაქში არეულობის შეჩერებისა და სტაბილურობის აღდგენისათვის.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...