მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაალ უდუმაშვილი: საბოლოო გამარჯვება იქნება მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში ვერავინ ვეღარ შეძლებს...

ზაალ უდუმაშვილი: საბოლოო გამარჯვება იქნება მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში ვერავინ ვეღარ შეძლებს სიტყვის თავისუფლებაზე ხელის აღმართვას

Published on

რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ  ზაალ უდუმაშვილმა  მიმართა.
 
„ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ სტრასბურგის სასამართლოში, თუმცა ეს ბრძოლის ერთი ეტაპია, სადაც ჩვენ გავიმარჯვეთ, საბოლოო გამარჯვება იქნება მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში ვერავინ ვეღარ შეძლებს სიტყვის თავისუფლებაზე ხელის აღმართვას,“- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
 
ზაალ უდუმაშვილმა რუსთავი2-ის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. მან მადლობა გადაუხადა საზოგადოებას, სამოქალაქო სექტორს, პოლიტიკურ პარტიებს, რუსთავი2-ის გუნდსა და პირადად ნიკა გვარამიას, რომელმაც მისი თქმით,   სამართლიანობისთვის ბრძოლისთვის საკუთარი სიცოცხლის უსაფრთხოებაც კი გვერდზე გადადო.
 
მისივე თქმით, 2 მარტი, ალბათ, ყველაზე მძიმე დღე იყო „რუსთავი 2“-ის ისტორიაში, როდესაც „9 უსირცხვილო და კრიმინალმა მოსამართლემ ერთხმად მოაწერა ხელი გადაწყვეტილებას და ეს ტელევიზია ბიძინა ივანიშვილს მიაკუთვნა, ოღონდ არც მაშინ დაგვიყრია ფარ-ხმალი და ვეძებდით გამოსავალს“.
 
ზაალ უდუმაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს ერთმა მოსამართლემ ბიძინა ივანიშვილს ხელიდან გამოგლიჯა „რუსთავი 2“ და 5 დღის შემდეგ 7-მა მოსამართლემ ერთხმად დადადასტურა, რომ „საქართველოში სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია“.
 
„თუ დღეს ვინმეს კიდევ კითხვა უჩნდება, რატომ ევროპა, აი, ამიტომ ევროპა, რადგან ადამიანის უფლებები ყველაზე მაღლა დგას, ამიტომ ვირჩევთ ჩვენ ევროპას. საქართველოს ხელისუფლება იმდენი ხანი არწმუნებდა მოსახლეობას, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე ორ კერძო სუბიექტს შორის დავაა, ვიდრე სტრასბურგის სასამართლომ არ განმარტა, ვინ არის ეს ორი კერძო სუბიექტი – ეს არის საქართველოს მოსახლეობა, რომლის სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის და მეორე – საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...