მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზეთში, კინდღის სავარგულებში მესამე დღეა ძლიერი ხანძარია, არის საშიშროება იგი საცხოვრებელ სახლებზეც...

აფხაზეთში, კინდღის სავარგულებში მესამე დღეა ძლიერი ხანძარია, არის საშიშროება იგი საცხოვრებელ სახლებზეც გავრცელდეს

Published on

აფხაზეთში სახნავ – სათეს მიწები იწვის. 9 მარტს გაჩენილი ხანძარი უკვე დიდ ტერიტრიას მოედო  და მისი ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
. მძიმე სურათია სოფელ კინდღთან,  სადაც იწვის რამდენიმე ათეული ჰექტარი. არის საშიშროება  ცეცხლი გავრცელდეს   საცხოვრებელ სახლებზეც .
 
 ,,სიტუაცია მძიმეა და ცეცხლის ლოკალიზებასა და ჩაქრობაზე მეხანძრეებს პრაქტიკულად სადღეღამისო რეჟიმში უწევთ მუშაობა – აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგანგებო სიტუაციების მინისტრი ლევ კვიწინია  – მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ გვაკლია ადამიანური რესურსები და ამ ძალებით, თან   ძლიერი ქარის პირობებში, ცეცხლის ჩაქრობა ძალიან გაძნელდა''
 
ლევ კვიწინიას თქმით, ჯერჯერობით  საუბარი ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ნაადრევია,, მაგრამ სავარაუდოდ, იგი გაჩნდა იმ მიზეზით, რომ მოსახლეობა, როგორც ამ სეზონისთვის არის ჩვეული, სახნავ – სათესიმიწების  გაწმენდას ჯაგისა და ნაჩალევისათვის ცეცხლის წაკიდებით ცდილობს, ასეთ მზიან ამინდებში კი ცეცხლი ელვის სისწრაფით ვრცლდება. მარტო 9 მარტს ჩვენს სახანძრო ბრიგადებს 50 – ზე მეტი გასვლა ჰქონდათ'' – ამბობს იგი     
 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...