მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ერთ-ერთ აფთიაქში ფინანსური პოლიციის ინფორმაციით ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტი გამოვლინდა

ზუგდიდის ერთ-ერთ აფთიაქში ფინანსური პოლიციის ინფორმაციით ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტი გამოვლინდა

Published on

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ჯგუფურად განხორციელებული, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი გამოვლინდა.გამოძიების ვერსიით, დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, ზუგდიდში მდებარე, შესაბამისი ნებართვის არმქონე ერთ-ერთი აფთიაქიდან, სისტემატიურად გაიცემოდა მოქალაქეებზე ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები, რეცეპტის გარეშე. უწყების შეფასებით, ბრალდებულები ხელს უწყობდნენ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიას და საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამართალდამცავებმა ბრალდებულების საცხოვრებლის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები ამოიღეს.საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით. დანაშაული სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 – დან 5 წლამდე ვადით

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...