მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მე მაინტერსებს რას ფიქრობს ქართული საზოგადოება არჩევნების მოდელის შესახებ."- გიორგი მარგველაშვილი

“მე მაინტერსებს რას ფიქრობს ქართული საზოგადოება არჩევნების მოდელის შესახებ.”- გიორგი მარგველაშვილი

Published on

ქართული საზოგადოების აქტიური ჩართულობის შედეგად, ქართველ ხალხს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლება არ წაერთვა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის განხილვასთან დაკავშირებით საერთო-სახალხო ჩართულობის უზრუნველსაყოფი კამპანიის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას საზოგადოების აზრი სხვა მრავალ საკითხთან დაკავშირებით აინტერესებს, რომელიც კონსტიტუციით უნდა დარეგულირდეს. ”საუბარი იყო პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ და სწორედ ქართული საზოგადოების აქტიური ჩართულობის შედეგად ეს საკითხი გადაწყდა ისე, რომ ეს უფლება ქართველ ხალხს არ წაერთვა. მაგრამ კიდევ ბევრი საკითხია, რომელზეც მე პირადად თქვენი აზრის მოსმენა მაინტერესებს. მე მაინტეერსებს რას ფიქრობს ქართული საზოგადოება არჩევნების მოდელის შესახებ. მაინტერესებს რას ფიქრობს ქართული საზოგადოება თვითმმართველობის შესახებ. მაინტერესებს რას ფიქრობს ქართული საზოგადოება იმის თაობაზე, თუ რამდენად უფრო მეტად და რა მექანიზმებით შეიძლება, საზოგადოება ჩართული იყოს, სწორედ კონსტიტუციის მეშვეობით სახელმწიფო მმართველობის პროცესში. რამდენად და როგორ შეგვიძლია გავააქტიუროთ მაკონტროლებელი როლი საზოგადოებისა, ჩვენს პატივცემულ პოლიტიკოსებზე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 
 

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...