მთავარისიახლეებისაზოგადოებადაპირისპირება თბილისის საკრებულოს შენობასთან - პოლიცია „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს...

დაპირისპირება თბილისის საკრებულოს შენობასთან – პოლიცია „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს კარვების გაშლას არ ანებებს

Published on

 „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინ კარვების გაშლა სცადეს.
 
 სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც  დაპირისპირება მოყვა. პოლიციელები ამ დრომდე ცდილობენ კარვების გატანას ტერიტორიიდან,  დაზარალებული მოვაჭრეები კი არ ანებებენ ამას. 
 
მოვაჭრეები მეორე დღეა საკრებულოსთან მართავენ აქციას  ხელისუფლებისგან კომპენსირების მოთხოვნით. გუშინ ისინი მთელი დღის განმავლობაში ითხოვდნენ თბილისი მერთან შეხვედრას, თუმცა მისგან მიიღეს პასუხი: ,,ესენი ჩემთან შეხვედრას ვერ ეღირსებიან" 
 
.ქციის მონაწილეთა განცხადებით, ხანძარმა მთელი მათი ქონება გაანადგურა, ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს მათი დახმარებისთვის.  
 
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული "ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა,მას შემდეგ . დაზარალებულებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს, მაგრამ არათუ დახმარების თხოვნის დაკმაყოფილებას, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრასაც  კი ვერ მიაღწიეს. 

 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...