მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში სოლიდარობის აქცია - დაამსხვრიე “შუშის ჭერი” გაიმართა

ზუგდიდში სოლიდარობის აქცია – დაამსხვრიე “შუშის ჭერი” გაიმართა

Published on

,,ქალთა მოძრაობის“ ორგანიზებით თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში სოლიდარობის აქცია – დაამსხვრიე “შუშის ჭერი” გაიმართა.“შუშის ჭერი” – ასე უწოდებენ იმ არსებულ, მაგრამ ერთი შეხედვით უხილავ ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლიან ქალებს კარიერულ წინსვლაში. საქართველოში გოგონების და ქალების აკადემიური მოსწრება შესანიშნავია, სამსახურებშიც პასუხსიმგებლობით და შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან ქალები. მიუხედავად მათი ნიჭიერებისა და გონიერებისა, კარიერული წინსვლის მხოლოდ გარკვეულ ეტაპს აღწევენ – იკავებენ მენეჯმენტის შუალედურ რგოლს და ვეღარ წინაურდებიან. სწორედ ამ დროს ამბობენ, რომ ქალმა “შუშის ჭერს” მიაღწია და მეტად ის წინ ვეღარ წაიწევს. “შუშის ჭერი” თითქმის ყველა ქვეყნის პრობლემაა. ის არსებობს როგორც კერძო, ისე საჯარო სამსახურში, ის არსებობს პოლიტიკურ პარტიებშიც და სწორედ ამიტომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა ძალიან დაბალია საქართველოში. აქციის მონაწილეები მიმართავენ ხელისუფლებას, რომელსაც შეუძლია ამ უხილავი ბარიერების მოხსნა გენდერული კვოტების და სხვა საკანონმდებლო რეგულაციების შემოღების გზით. ასევე, ისინი მოუწოდებენ საზოგადოებას რათა მათ აღარ შეაფასონ ქალების შესაძლებლობები სტერეოტიპულად და მოუწოდებენ ქალებს, რომ მათ აქტიურად იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის და თანასწორობისთვის.რეგიონებში აქციები სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მხარდაჭერით იმართება, რომლის ფასილიტაციასაც ,,სიდა" ახორციელებს.აქციები იმართება შემდეგ ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, მცხეთა, გორი, თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი, სენაკი.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...