მთავარისიახლეებისაზოგადოებაციანიდი შორენა თეთრუაშვილს თვითმკვლელობისთვის სჭირდებოდა? - მორიგი სკანდალური ვერსია დეკანოზ...

ციანიდი შორენა თეთრუაშვილს თვითმკვლელობისთვის სჭირდებოდა? – მორიგი სკანდალური ვერსია დეკანოზ მამალაძის საქმეში

Published on

ტელეკომპანია  „მაესტროს" ინფორმაციით,  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მდივან-რეფერანტმა შორენა თეთრუაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდი თვითმკვლელობისთვის სთხოვა, რაც დეკანოზმა ჩვენებაშიც დაწერა.
 
 დეკანოზის ადვოკატები  არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ამ ინფორმაციას.
 
"მამა გიორგის ჩვენებაში ბევრ საკითხზეა საუბარი და შესაძლოა ამაზეც იყოს. ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება. ყველაფერი თავის დროზე გახდება ცნობილი". -აცხადებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
 
შეგახსენებთ, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მასალებში ერთერთ ვერსიად იკვეთება, რომ მას   თვითონ შორენა თეთრუაშვილის თხოვნით  მიჰქონდა ციანიდი  გერმანიაში და ამისთვის 500 დოლარიც კი დაუტოვა, თუმცა  დეკანოზმა  ციანიდი მაინც ვერ იშოვა და ისე მიდიოდა გერმანიაში.
 
შორენა თეთრუაშვილის თვითმკველობის განზრახვა კიდევ ერთი რგოლია უცნაურობათა დაუსრულებელ ჯაჭვში, რომელსაც დეკანოზის საქმე წარმოადგენს
 

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...