მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროსასამართლოს დიდი პალატა მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდა

ევროსასამართლოს დიდი პალატა მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდა

Published on

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, ზეპირი მოსმენა დასრულდა. 
 
”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მხარეები დიდი პალატის 17 მოსამართლის წინაშე წარსდგენენ.
მერაბიშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც მხარემ დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების წარდგენის ნაცვლად, სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა.
 
”ისაუბრეს საქმეებზე, რომელიც საერთოდ არ არის დაკავშირებული ამ განხილვასთან. მათ პრაქტიკულად მოსამართლის კითხვაზე ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით აღიარებითი ჩვენება მისცეს სასამართლოს, რომ დიახაც მერაბიშვილის მიმართ კითხვები არსებობდა, არ გაგვიყვანია, მაგრამ კითხვები გვქონდაო. მათ ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი ხელშესახები მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა ვანო მერაბიშვილის განცხადებას ციხიდან გაყვანის თაობაზე. პირიქით, მათ სასამართლოს მიუტანეს გაურკვეველი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ოთარ ფარცხალაძე კომპიუტერთან რაღაც მოქმედებებს ახორციელებდა, ოღონდ ეს მოქმედებები დაასრულა მათივე მტკიცებით 01:25 საათზე, ხოლო მერაბიშვილის გაყვანა მოხდა აქედან 20 წუთის შემდგომ“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
 
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, რომელიც სტრასგურგში იმყოფება, ყველას ურჩევს საქმეზე დიდი პალატის საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდოს.
 
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მყარი არგუმენტები გვაქვს, როგორც გვქონდა მაშინ როდესაც ვასაჩივრებდით, ისევე ახლა როდესაც შუალედში, დასაშვებობის ცნობიდან დღემდე გვქონდა საშუალება, რომ წარგვედგინა ჩვენი დამატებითი არგუმენტები და მტკიცებულებები ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან დიდი იმედით ვართ განწყობილნი, რომ ამ საქმეზე კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას ადგილი არ ექნება, როგორც ამას დიდი პალატა მიიჩნევს, თუმცა რასაკვირველია, უნდა დაველოდოთ დიდი პალატის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
დიდი პალატა მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდა. საქმე ეხება ვანო მერაბიშვილის განცხადებას საკნიდან უკანონოდ გაყვანის შესახებ. 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...