მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროპარლამენტარები ხელისუფლებას აფრთხილებენ: ,, რუსთავი 2- ზე ზეწოლა გაანადგურებს საქართველოს შესაძლებლობას...

ევროპარლამენტარები ხელისუფლებას აფრთხილებენ: ,, რუსთავი 2- ზე ზეწოლა გაანადგურებს საქართველოს შესაძლებლობას შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები”

Published on

ევროპარლამენტში შემავალი ძირითადი ჯგუფების წარმომადგენლებმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართეს. ისინი მოუწოდებენ  საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს სასამართლო სისტემის გამოყენებისგან რუსთავი 2-ზე ზეწოლისათვის. 
 
"არხის მფლობელების და შედეგად მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, რაც რუსთავი 2-ს მთავრობისადმი მეგობრულად განწყობილ მორიგ მაუწყებლად გადააქცევს, სერიოზულად შეუშლის ხელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხსა და თავისუფალ მედიას. ეს გაანადგურებს საქართველოს შესაძლებლობას შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს პოლიტიკურად ხელსაყრელი შედეგის მისაღწევად სასამართლო სისტემის გამოყენებისგან,"- ნათქვამია წერილში.
 
ევროპარლამენტარები ასევე მიმართავენ ევროკომისიის პრეზიდენტსა და უმაღლეს წარმომადგენელს კრიტიკულად შეაფასონ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები და მოსთხოვონ მას ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...