მთავარისიახლეებისაზოგადოებავინ გაგზავნა ევროსასამართლოსთან "საკაჩაოდ" დელეგაცია მინისტრის ხელმძღვანელობით

ვინ გაგზავნა ევროსასამართლოსთან “საკაჩაოდ” დელეგაცია მინისტრის ხელმძღვანელობით

Published on

ხვალ გაირკვევა, როგორ დასრულდა ქიბარ ხალვაშისა და მიხეილ ჯანელიძის ,,ვიზიტი'' ევროსასამართლოში და რა შედეგი მოყვა  ქიბარ ხალვაშის წრილს  სასამართლოსადმი მოთხოვნით  რუსთავი 2-ის საქმეში მესამე მხარედ ჩართვის მოთხოვნით.   
 
"რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით წარმოიშვა პრობლემა, რის შემდეგადაც მე გავხდი ლტოლვილი, გერმანიაში როდესაც ლტოლვილად სტატუსი მომანიჭეს. აქ ჩავაბარე საბუთები და ყველა ინფორმაცია მივაწოდე, ეს ინფორმაცია მივაწოდე რომ მე ვიდევნებოდი და ვიყავი ძალადობის მსხვერპლი სააკაშვილის მხრიდან  რის გამოც მომიწია არა მარტო ტელევიზიის, არამედ სხვა ბიზნესების დაკარგვაც, იყო დაპატიმრებული ჩემი პარტნიორები, ჩემი ძმა. იყო შანტაჟი და გამოძალვა და ხალხი აყავდათ მძევლებად რომ რაღაცა მიეღოთ ჩემგან. ეს მოყოლილია დასაბუთებულია და კიდევ გადავცემ იმ საბუთს,"-აცხაებს  ქიბარ ხალვაში. 
 
რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, იგი ამ დრომდე არ ასაჯაროებს რატომ და რა მისიით იმყოფებოდა  ევროპულ სასამართლოში, იგი უპასუხოდ ტოვებს შეკითხვებს ვისთან და რა საკითებზე ჰქონდა შეხვედრა იმ 15 წუთის განმავლობაში, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს შენობაში დაჰყო. 
 
ქიბარ ხალვაშსა და მისი ადვოკატის კომპეტენციაზე სათქმელიც არაფერია, რადგან მათი კომპეტენცია ,,ლოკალური'' მნიშვნელობის საკითხია, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრის  არაკომპეტენტურობა, სახდელდობრ ისიც, რომ   მიხეილ ჯანელიძემ  არ იცის, რომ  მხარეებს შორის კომუნიკაცია წერილობითი სახით ხდება და, რაც მთავარია, ამ უწყების ხელმძღვანელს სასამართლოს გადაწყვეტილებასთან არაფერი ესაქმება, უკვე სახემწიფო მნიშვნელობის საკითხია. 
 
,,მდაა… სტრასბურგმა თქვა რუსთავი 2 ის საქმეზე ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებდაო და ამის საფუძველზე აღსრულება შეაჩერა და ამათმა მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაცია გაგზავნეს ევროსასამართლოსთან "საკაჩაოდ"… ბოდიში არაკორექტულობისთის, მაგრამ ესენი მგონი მთლად კრეტინები არიან'' – ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნინო კალანდაძე მინისტრის გამოჩენას ევროსასამართლოში.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...