სირცხვილი ის არის, ქვეყანას ასეთი ვიცე-პრემიერი ყავდეს

0
413
 ვიცე პრემიერი  კახი კალაძე რუსთავი 2 – ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.  ,,დაუჯერებელია , რომ ყველა მედიასაშუელაბა და ოპოზიცია, რომელიც მხარს უჭერს ტელეკომპანიას, ნაციონალურ მოძრაობას დაექვემდებარა.თითოეულმა ჩვენმა პარტნიორმა, მეგობარმა და მოქალაქემ მშვენივრად იცის, რომ ”რუსთავი 2”-ს არავითარი შეზღუდვა არ ჰქონია და არ ექნება არასდროს.  როგორ დავიჯერო, რომ მედიის მაშინდელ ტერორზე მეტად ამჟამად ორ პირს შორის სასამართლო დავის შედეგი არის აღმაშფოთებელი თუ შესაშფოთებელი ვინმესთვის?! დღეს ვინც ჩვენ გვეუბნება და გვიკიჟინებს, ჩვენი შინაური ჟურნალისტები, თუ ოპოზიცია მაქვს მხედველობაში, დავიჯერო კოლექტიურად დაექვემდებარეთ ნაციონალების პროპაგანდისტულ გიპნოზს და დაიჯერეთ, რომ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება?! რისგან?! ვისგან?! ერთმა ნაციონალების დროს მფლობელმა, მეორე ნაციონალების დროს მფლობელს რომ ტელევიზია სასამართლოს ძალით დააბრუნებინა, ეგ გახდა თქვენი თავისუფლების პრობლემა?! სირცხვილია, როცა სრული თავისუფლების პირობებში ყვირიან, რომ იზღუდებიან რამეში”, – ვიცე პრემიერის  ამ განცხადებას ,,აფხაზეთის ხმა"' აქვეყნებს. 
 
კალაძის განცხადებით, რუსთავი 2 რომ პარტიული ტელევიზიაა , ამას თავად ტელეკომპანიის წარმომადგენლების ,,აღიარებენ".
 
,,რაც შეეხება ”რუსთავი 2”-ის პროცესს, ჩვენთვის, ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის არის ბუნებრივი მდგომარეობა და მოცემულობა, როგორც დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა, აგრეთვე დამოუკიდებელი მედიასაშუალებების არსებობა ქვეყანაში. ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა 2012 წლის არჩევნების შედეგად სხვა დემოკრატიულ ღირებულებებთან და სიკეთეებთან ერთად. და ამას პირველ რიგში ჩვენი გუნდი არ დათმობს, ვინაიდან ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი იყო ჯიბის სასამართლო და დატერორებული ტელევიზიები. ჩვენ ამაზე საუბარი არ უნდა მოგვერიდოს და ღიად უნდა ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. ბევრი დრო არ გასულა, სულ რაღაც ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს გარემოებები შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში.
 
დიახ, ”რუსთავი 2” – ეს არის პარტიული ტელევიზია და ამას თვითონაც აღიარებენ, ამაზე ღიად საუბრობენ, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასმით მინდა ვთქვა, სიტყვის თავისუფლების უფლებით… და რა?! როდის ჰქონიათ ამ გამოხატვაში მათ პრობლემა?! როდესმე ჰქონიათ მუშაობაში ბარიერები?! ისმის ძალიან მარტივი კითხვა – თუ ამ 5 წლის მანძილზე ტელევიზია, კონკრეტული პარტიის პროპაგანდის რუპორი არ შეზღუდულა, მეტიც, ხელისუფლება, თითოეული ჩვენგანი, მეც ვთანამშრომლობდი, ზუსტად ისე, როგორც სხვა არხებთან, რატომ შეიზღუდება მაინც და მაინც ახლა?!'' – ამბობს კახი კალაძე.
 
ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ სირცხვილია ქვეყანას ასეთი ვიცე-პრემიერი ყავდეს.
 
 
 
წინა სტატიამხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევა დეკანოზ მამალაძის საქმეში და ენმ -ს საკანონმდებლო ინიციატივა
შემდეგი სტატიათელავში სამი თვის ბავშვი მოიწამლა. საქართველოს ქალაქებში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოწამლულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდება.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური