რატომ ჩავიდა საგარეო საქმეთა მინისტრი სასწრაფოდ სტრასბურგში და რა შუაშია მისი უწყება სასამართლოში მიმდინარე დავასთან?!

0
369
ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის მამუკა ჟღენტი ,,აქცენტებთან'' საუბარში აცხადებს, რომ ,,საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შელახა ყველაფერი, რაც კი საქართველოს დიპლომატიას დღემდე გაუკეთებია სტრასბურგში".
საუბარია მიხეილ ჯანელიძის მისვლაზე სტრასბურგის ევროსასამართლოში, რომელიც ყველა წყაროთი რუსთავი 2 – ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა. 
 
,,დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოულოდნელად ეწვია სტრასბურგს და შეხვედრები გამართა სტრასბურგის სასამართლოში! – წერს მამუკა ჟღენტი – გუშინ დავბრუნდი სტრასბურგიდან და მეც მქონდა შეხევდრები, როგორც საბჭოს სამდივნოში, ასევე სასამართლოს რეგისტრატურის წარმომადგენლებთან. ასეთი ვიზიტი გუშინდელი დღის მონაცემებით არ იგეგმებოდა. რა მოხდა? რატომ ჩაბრძანდა საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი სასწრაფოდ სტრასბურგში? ასევე გაურკვეველია, რა შუაშია საგარეო საქმეთა მინისტრი სასამართლოში მიმდინარე დავასთან?!
 
სასამართლოში საქართველოს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ივანიშვილის მმართველობის დროს იუსტიციის სამინისტროს როლი კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან ჩემი ინფორმაციით სწორედ ეს სამინისტრო წარმოადგენს საქართველოს არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის იმ სხდომებზეც, სადაც განიხილება სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხები. ადრე აღნიშნულ ფუნქციას ორი სამთავრობო უწყება კოორინდირებულად ახორციელებდა. დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროს წვდომაც კი არ აქვს სასამართლოს იმ მასალებთან რაც მოემართება საქართველოში.
 
ამ პირობებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩადის სტრასბურგში და შეხვედრებს მართავს სტრასბურგის სასამართლოში. ანუ, რეალურად იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ერთვება იმ საქმეში, რაც მის კომპეტენციაში არ შედის. ერთვება იმ ფორმით რაც სტრასბურგისთვის მიუღებელია. სამწუხაროდ მან ეს არც იცის. იუსტიციის მინისტრმა ეს უკვე გამოსცადა. ერთხელ ჩაბრძანდა სტრასბურგში საპარლამენტო ასამბელის სესიაზე და ყველას გვახსოვს, რომ პოლიტპატიმრებზე რეზოლუციაში სწორედ ამ ჩასვლის საპასუხოდ, მის საპატივცემულოდ დაამატეს ქართველი პოლიტპატიმრების სახელები, რაც მინისტრის ჩაბრძანებამდე, რეზოლუციის პროექტში არ ფიგურირებდა. დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრი ერევა ჩაურეველში. ამით, ის არა მხოლოდ ამ საქმეში მისი მთავრობის ინტერესებს აზიანებს. ის ლახავს ყველაფერს რაც კი საქართველოს დიპლომატიას დღემდე გაუკეთებია სტრასბურგში. მიუღებელია, როდესაც ქვეყნის დიპლომატიის ხელმძღვანელს ამდენი არ ესმის და თუ არავინ ურჩევს და თუ ესმის, მზადაა კოლეგა მინისტრის ბრძანება უფრო მაღლა დააყენოს ვიდრე ქვეყნის და მისი საკუთარი უწყების ინტერესები" – აცხადებს მამუკა ჟღენტი.
 
წინა სტატიახვალ ევროპული სასამართლოს დიდი პალატა ვანო მერაბიშვილის საქმეს განიხილავს
შემდეგი სტატია,,ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მერიასთან არიან შეკრებილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური