მთავარისიახლეებიეკონომიკაოთარ დანელიას მიერ დაანონსებული კატასტროფა მოახლოებულია. სანამ ხელისუფლება ნახტომისთვის გარბენის მდგომარეობაშია, სახლები...

ოთარ დანელიას მიერ დაანონსებული კატასტროფა მოახლოებულია. სანამ ხელისუფლება ნახტომისთვის გარბენის მდგომარეობაშია, სახლები და ველ – მინდვრები ფაროსნებმა დაიპყრეს

Published on

,, ჯერ კიდევ არის დრო, ხვალ გვიან იქნება, შემდეგ უკვე კატასტროფა!'' – განაცხადა აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ  ოთარ დანელიამ თებერვლის დამლევს  დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ახალი მავნებლის (აზიური ფაროსანა) პრობლემასთან დაკავშირებით.
 
,,ხვალ'' უკვე დადგა, ფაროსნები  დათბობის კვალდაკვალ   ჯგროდ მოძვრებიან ზამთრის საბუდრებიდან არათუ ჩვენ ბაღებსა და ნაკვეთებში,  არამედ ფანჯრის კარნიზებიდანაც კი, თუმცა  ხელისუფლების დაპირებას, რომ  ამ მოსალოდნელ  კატასტროფას სახელმწიფო კარგად გააზრებულ პროგრამას და ეფექტურ პრაქტიკულ ღონისძიებებს დაუპირისპირებდა, მოსახლეობა სკეპტიკურად ხვდება. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილის ინფორმაციით  საქართველოში ახალი მავნებლის გავრცელებამ უკვე შარშან საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას. აზიური ფაროსანა პირველად საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა
 
ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, პრობლემა რომ მასშტაბურია, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ აზიური ფაროსანა 300-ზე მეტი სახეობის მცენარეს აზიანებს. იგი უპირატესად ვაშლის, ატმის, ყურძნის, კენკროვანების მტერია, განსაკუთრებული ზიანი შარშან დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავალს მიაყენა. ამ მავნებელს ახასიათებს არაპროგნოზირებადი გადაადგილების უნარი, იკვებება მცენარეებით გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, გამოსაზამთრებლად კი სახლებსა და სხვა შენობა-ნაგებობებში შედის. უცხოელი ექსპერტების მონაცემებით, აზიური ფაროსანას მასობრივად გავრცელების დროს ზარალმა შეიძლება მოსავლის 70 პროცენტი შეადგინოს.
 
 უშუალოდ ამ მავნებელთან ბრძოლის გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში არ არსებობდა და შესაბამისად სახელმწიფო სამსახურებმა საერთაშორისო გამოცდილებით უბდა იხელმძღვანელონ.
„მდგომარეობა საგანგაშოა, რამდენიმე წლიანი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს და მაქსიმალურად უნდა ვაკონტროლოთ პოპულაცია მის საბოლოო განადგურებამდე“, – განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
 
ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ,  რას მოგვიტანს მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები , რომელიც მოსახლეობის ცნობიერების ამღლებასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების პესტიციდებით დამუშავებას და საზღვარზე ფიტოსანიტარიული კონტროლსაც ითვალისწინებს. ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, საქართველოს დახმარებას აშშ-ის განვითარების ფონდი უწევს. პრობლემის აღმოსაფხვრელად 12 მილიონი ლარია გამოყოფილი და ის ძირითადად, საკარმიდამო ნაკვეთებზეა გათვლილი.
 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...