მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა გვარამია: ერთხმად მხარდაჭერამ მოიტანა ის, რომ დღეს ევროპამ გადაგვარჩინა

ნიკა გვარამია: ერთხმად მხარდაჭერამ მოიტანა ის, რომ დღეს ევროპამ გადაგვარჩინა

Published on

„მინდა, გაცნობით ძალიან მაგარი ახალი ამბავი – საქმე "რუსთავი2 საქართველოს წინააღმდეგ" შევიდა ევროპის მართლმსაჯულების ისტორიაში. ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გაგრძელების შესახებ ერთხმად და უვადოდ იქნა დაკმაყოფილებული,“ – განაცხადა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე, რომელიც ტელეკომპანიის იურისტების მიერ ევროსასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან რამდენიმე წუთში გაიმათა რუსთავი 2 – ში. 
 
ნიკა გვარამიამ  მადლობა გადაუხადა რუსთავი2-ის გუნდსა და საზოგადოებას – არასამთავრობო სექტორს, მედიის წარმომადგენლებსა და პოლიტიკოსებს  და პირველ რიგში მაყურებელს  დაურალავი მხარდაჭერისთვის . „ერთხმად მხარდაჭერამ მოიტანა ის, რომ დღეს ევროპამ ჩვენ გადაგვარჩინა – აღნიშნა მან.
 
 
„რუსთავი2 ჩვენია, მეგობრებო, ყველა იმ ადამიანის, რომელიც აქ ვართ. მე მინდა, მადლობა ვუთხრა, პირველ რიგში, რუსთავი2-ის ნამდვილად გმირულ გუნდს, რომელიც ყველაფერს აკეთებს არა იმიტომ, რომ თავი შეინარჩუნოს აქ და ხელფასები აიღოს, არამედ იმიტომ, რომ თქვენ გამცნოთ თავისუფალი სიტყვა და თქვენ გამყოფოთ საქმის კურსში, თუ რა ხდება ქვეყანაში," – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
 
 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...