მთავარისიახლეებიპოლიტიკამხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევა დეკანოზ მამალაძის საქმეში და ენმ -ს საკანონმდებლო ინიციატივა

მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევა დეკანოზ მამალაძის საქმეში და ენმ -ს საკანონმდებლო ინიციატივა

Published on

”ბოლო პერიოდში დეკანოზ გიორგის მამალაძის წინააღდეგ წაყენებულ ბრალის ირგვლივ ნათელი გახდა, რომ სისხლის სამართლის საქმის შესახებ საჯარო კომუნიკაციასთან დაკავშირებით დაცვის მხარე არათანაბარ პირობებში იმყოფება. ეს არღვევს მოქალაქის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პროცესუალურ უფლებას – მხარეთა თანასწორობის პრინციპს – აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
 
პარტიის ეს პოზიცია ენმ წარმომადგენელმა თინათინ ბოკუჩავამ გაახმოვანა. მისი თქმით,  ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში გამოიკვეთა, რომ პროკურატურა ამ უპირატესობას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს: პროკურატურა და მასთან დაახლოებული ბრალდების მოწმეები ასაჯაროვებენ ცალმხრივ და ზოგჯერ მცდარ ინფორმაციას მაშინ, როდესაც დაცვის მხარეს აკრძალული აქვს საკუთარი არგუმენტების წარდგენა. ამის შედეგად ბრალდებულის წარმოჩენა მიკერძოებულად, განზრახ ნეგატიურად კუთხით ხდება. დაცვის მხარეს აკძალული აქვს საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველთან კომუნიკაცია, მათ შორის დოკუმენტაციის მიწოდება. ეს მიდგომა ქმნის საფრთხეს, რომ სახალხო დამცველისათვის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება გაუთქმელობის ვალდებულების დარღვევად ჩაითვალოს და პირს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.
 
 მხარეთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად ენმ წარმოადგენს შემდეგ ინიციატივას – სისხლის საპროცესო კანონმდებლობაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
 
”თუ პირისათვის ბრალის წაყენების შემდეგ პროკურატურა იღებს გადაწყვეტილებას პროცესის მონაწილე მხარე ანუ ბრალდებული, ადვოკატი ან/და მოწმე დაავალდებულოს არ გათქვან სისხლის სამართლის საქმის შესახებ ინფორმაცია, ამის შესახებ 24 საათის განმავლობაში შუამდგომლობით უნდა მიმართოს სასამართლოს. მანამ სანამ სასამრთლო შუამდგომლობაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, მხარე ვალდებულია შეასრულოს გაუთქმელობის ვალდებულება.
 
შუამდგომლობის მიღებიდან 24 საათში სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – დააკმაყოფილოს პროკურორის შუამდგომლობა მხარის მიერ საქმის შესახებ ინფორმაციის გაუთქმელობის შესახებ, ან არ დაეთანხმოს პროკურატურას, რის შედეგაც მხარეს ენიჭება უფლებამოსილება საჯაროდ ისაუბროს საქმესთან დაკავშირებით.
 
მხარეს არ შეიძლება აეკრძალოს აწარმოოს კომუნიკაცია სახალხო დამცველთან სისხლის სამართლებრივი საქმის ირგვლივ, მათ შორის მიაწოდოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.
სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობას დაკმაყოფილების შემთხვევაში როგორც დაცვის მხარეს, ასევე პროკურატურას ეკრძალება საქმის დეტალებზე საუბარი”, – აღნიშნა დეპუტატმა.
 
თინათინ ბოკუჩავას თქმით, იმ შეთხვევაში, თუ ხელისუფლება უარს იტყვის ამ კანონპროექტის მიღებაზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხალხის მხარდაჭერით განახორციელებს ამ ინიციატივას.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...