მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ბავშვთა სამყაროში'' გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მერიასთან არიან შეკრებილი

,,ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მერიასთან არიან შეკრებილი

Published on

თბილისის საკრებულოსთან ,,ბავშვთა სამყაროში'' გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დაზარალებულები    სახელმწიფოსგან დახმარებას და მიყენებული ზიანის კომპენსაციას მოითხოვენ.
 
მათი  პროტესტის საგანია ისიც, რომ მიუხედავად მრავალგზისი მოთხოვნისა,  თბილისის მერიისა და არც თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები უარს ამბობენ მათთან შეხვედრაზე. 
 
აქციის მონაწილეებს საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ 5 პუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს, რომელსაც დღეს ჩანიშნულ საკრებულოს სხდომაზე წარადგენენ.
 
ოპოზიცია მერიისგან ითხოვს სტიქიის შედეგად დაზარალებულად ცნოს მოვაჭრეების და   დასახმარებლად სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 2 მილიონი ლარი, ასევე დაიწყოს მოლაპარაკებები ეროვნულ ბანკთან, რათა მოხდეს ბანკებში არსებული სესხების გადავადება.
 
 მოვაჭრეები აცხადებენ, რომ სურთ თავადაც დაესწრონ დღევანდელ საკრებულოს სხდომას და მათ ამაში ხელს ვერავინ შეუშლის.   

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...