მთავარისიახლეებისაზოგადოებააბაშის გამგეობამ ჭყონდიდის ეპარქიას ავტომობილი ჩამოართვა

აბაშის გამგეობამ ჭყონდიდის ეპარქიას ავტომობილი ჩამოართვა

Published on

აბაშის გამგეობამ ჭყონდიდის ეპარქიას,  რომელიც აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და რომელსაც მიტროპოლიტი პეტრე ხელმძღვანელობს, 2012 წელს გადაცემული ”ნივა” ჩამოართვა.
 აბაშის გამგებელი  მამუკა კვიტაშვილი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა უკავშირდებოდეს ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ ხმაურიან განცხადებებს. მისი განმარტებით,  ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც  ეპარქიას სახელმწიფო ბალანსზე არსებული ეს ავტომობილი გადაეცა, ვადა 5 თებერვალს გაუვიდა, შესაბამისად მოხდება ავტომობილის შეფასება და სავარაუდოდ იგი ისევ დაუბრუნდება ეპარქიას.
 
გაგიგიათ ხუთი წლით რაიმე გაჩუქონ და მერე უკან წაიღონ? – ეს სასაცილოა, – ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თამარ გამყრელიძე 
როგორც იღუმენია თამარ გამყრელიძემ განმარტა, „ნივას“ ჭყონდიდის ეპარქიაში წაჩხურის მამათა მონასტერი მოიხმარდა, რომელიც მაღალმთიან ადგილზე მდებარეობს. 
 
„წაჩხურის მთავარანგელოზების ტაძარი სასწაულთმოქმედია და იქ ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს უშვილო წყვილები ღმერთს შვილის ჩუქებას ევედრებიან. ამიტომ უმეტესობა აკვნებით ადის. ხელშეკრულების მიზანი იყო, რომ ავტომობილი შემდგომ მონასტერს გადასცემოდა. “ – განაცხადა დედა თამარმა. 
 
იღუმენიას  თქმით, „ნივა“ძველი იყო და ბოლო პერიოდში მონასტერმა საკუთარი ხარჯებით შეაკეთა. 
 
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...