მთავარისიახლეებიპოლიტიკა„საკონსტიტუციო კომისია გადაიქცა სადამსჯელო იარაღად მათთვის არასასურველი პრეზიდენტის მიმართ“ - ფიქრია ჩიხრაძე

„საკონსტიტუციო კომისია გადაიქცა სადამსჯელო იარაღად მათთვის არასასურველი პრეზიდენტის მიმართ“ – ფიქრია ჩიხრაძე

Published on

გიორგი მარგველაშვილის მიმართ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას პრეზიდენტის ინსტიტუტზე შტურმად მიიჩნევს ფიქრია ჩიხრაძე. პრეზიდენტის მრჩეველი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო კომისია სადამსჯელო იარაღად გადაიქცა:"თან კომიკურია და თან ტრაგიკული, როდესაც საკონსტიტუციო კომისია გადაიქცა სადამსჯელო იარაღად მათთვის არასასურველი და მათ გემოვნებაში არ ჩამჯდარი პრეზიდენტის მიმართ. სხვადასხვა ეტაპზე ჩვენ გვინახავს ასეთი თავდასხმების ტალღები. არც მომავალში გამოვრიცხავთ ამგვარი შეტევების ალბათობას, მაგრამ ერთი რამ ვიცით ცხადად, რომ ის ღირებულებითი ხაზი, რაც არჩეული აქვს საქართველოს პრეზიდენტს, ამ ინსტიტუციის დაცვისა და გაძლიერებისთვის, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვისა და გაძლიერებისთვის, ეს იქნება შეუქცევადი,“ – აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...