მთავარისიახლეებიპოლიტიკასაგარეო საქმეთა მინისტრი ჯანელიძე არ აკონკრეტებს, ისაუბრა თუ არა ევროსასამართლოში რუსთავი 2-ის...

საგარეო საქმეთა მინისტრი ჯანელიძე არ აკონკრეტებს, ისაუბრა თუ არა ევროსასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე

Published on

სტრასბურგში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სტრასბურგის სასამართლოს შენობა დატოვა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სასამართლოში შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.
 
„ვისაუბრეთ იმ სტატისტიკაზე, რომელიც დადებითია და მცირდება აპლიკაციების საქართველოდან და ეს მიანიშნებს იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით,“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა არ დააკონკრეტა ისაუბრა თუ არა სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე. მან ასევე აღნიშნა, რომ არც პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება კონკრეტულ საქმეებზე საუბრის.
 
„საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრი კონკრეტულ საქმეებს არ იხილავს. საუბარი იყო ყველა რეფორმაზე, პროცესზე, რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარებასა და პროგრესს. კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არც ქვეყნის პრეზიდენტია უფლებამოსილი საუბრის და არც საგარეო საქმეთა მინისტრია უფლებამოსილი, რომ კონკრეტულ საკითხზე ისაუბროს," – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...