მთავარისიახლეებიპოლიტიკარას ემართლება რუსთავი 2 - ის საქმის მოულოდნელი შემობრუნებით თავზარდაცემული ხელისუფლება მოსამართლე...

რას ემართლება რუსთავი 2 – ის საქმის მოულოდნელი შემობრუნებით თავზარდაცემული ხელისუფლება მოსამართლე ნონა წოწორიას

Published on

სანდრო გირგვლიანისა და ზურა გამცემლიძის ოჯახის წევრებმა   საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს  მიმართეს და სთხოვეს, რომ  ვანო მერაბიშვილის საქმე, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა მიმდინარე წლის 8 მარტს განიხილავს, ობიექტურად წარიმართოს. ამასთან, ისინი ინფორმაციას აწვდიან საქართველოდან წარგზავნილი მოსამართლე ნონა წოწორიასა და ადვოკატ ოთარ კახიძის შესახებ. 
 
როგორც სანდრო გირგვლიანის მამამ გურამ გირგვლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ნონა წოწორია 2004-08 წლებში იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო. რაც შეეხება ადვოკატ ოთარ კახიძეს, გურამ გირგვლიანის თქმით, ის სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს იკავებდა, აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა სტარსბურგის სასამართლოს დიდი პალატის შემადგენლობა მოექცეს საქართველოდან წარგზავნილი მოსამართლისა და ადვოკატის გავლენის ქვეშ.
 ჩვენ ვითხოვთ, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ სტრასბურგის დიდი პალატის იმ შემადგენლობას, რომელიც 8 მარტს ვანო მერაბიშვილის საქმეს განიხილავს. მოსამართლეები არ უნდა მოექცნენ საქართველოდან წარგზავნილი ნონა წოწორიას გავლენის ქვეშ, რომელიც ყველაფერს აკეთებს დანაშაულებრივი რეჟიმის დაცვისთვის. ნონა წოწორია არ იცავს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ის იცავს ”ნაციონალური მოძრაობისა” და ვანო მერაბიშვილის ინტერესებს. ამასთან, მიჩნდება ეჭვი, რომ ხომ არ მოხდა საქართველოდან წარგზავნილი სამი მოსამართლის კანდიდატურის ხელოვნურად ჩაგდება, რადგან წოწორიას 1-ელ თებერვალს გაუვიდა ვადა”, – განაცხადა გურამ გირგვლიანმა. 
 
სტრასბურგის ევროსასამართლოს გადწყვეტილებით თავზარდაცემული ხელისუფლება, რომელსაც რუსთავი 2 – ის ბლიცკრიგით აღების გეგმა ჩაეშალა, მარცხის  მიზეზს  არა საკუთარ ქმედებებში, არამედ  ევროსასამართლოში საქართველოს წარმომადგენლის  ნონა წოწორიას ფაქტორში ეძებს. ეს განცხადებაც სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ  რუსთავი 2 – ის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას ვინსენტ დე გაეტანოზე  ზეგავლენა მოახდინა მოსამართლე წოწერიამ, რომელიც ევროსასამართლოს სწორედ იმ სექციაში მუშაობს, რომლის ვიცეპრეზიდენტიც არის იგი.    
 
 
 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...