მთავარისიახლეებისაზოგადოებარევაზ კემულარია: იმ 250 წლიან მუხის ხეს ურახუნებსო თურმე თავს...

რევაზ კემულარია: იმ 250 წლიან მუხის ხეს ურახუნებსო თურმე თავს…

Published on

"გურიის მოამბის'' ცინფორმაციით,  ბიძინა ივანიშვილმა  250 წლის მუხის ხე, რომელსაც იგი თვითმხილველთა ცნობით, გულმხურვალედ კოცნიდა, 15 ათას ლარად შეიძინა. ადრე სახელდებოდა 45 ათასი ლარი, მაგრამ როგორც ჩანს, მან ვაჭრობა იმაზე უკეთ იცის, ვიდრეჩვენ წარმოგვიდგენია.
 
 "ვიცი ყველას გაინტერესებთ ივანიშვილის ახალი შენაძენი, 250 წლის მუხა, რომელსაც ყოველდღიურად მიწას აცლიან და ოლიგარქის ეზოში გადასატანად ამზადებენ. ხის შემხდვარეს თავისდაუნებურად გაგახსენდება უკვდავი ლექსი " მუმლი მუხასაო, გარს ეხვეოდაო…… მუმლი დაიხრჩვაო, მუხა გადარჩაო" – წერს ქ. ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი "ლეიბორისტული" პარტიიდან ნათია შარაშენიძე. პარალელურად, ოფიციალური ინფორმაციით, სხლავენ, ხოლო თვითმხილველების მიერ დადასტურებული რეალური სურათის თანახმად უმოწყალოდ ჩეხავენ ხეებს გზაზე, რომელზედაც მუხა უნდა ჩამოატარონ, სანამ ოლიგარქის საბრძანებლამდე ჩაიტანენ. 
 
იმასაც ამბობენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტიებისა და რუსთავი 2 – ის ბლიცკრიგით აღების მცდელობის ჩაშლის შემდეგ, ოლიგარქს საფუძვლიანად გაუფუჭდა ხასიათი.
250 წლიან მუხის ხეს ურახუნებსო თურმე თავს…- ხუმრობს საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი რევაზ კემულარია თავის ფეისბუქგვერდზე

 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...