მთავარისიახლეებისაზოგადოება# 1 სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.

# 1 სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.

Published on

ქალაქ ზუგდიდის # 1 სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო და საორკესტრო განყოფილების მოსწავლეებმა არტ-გალერეაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. წამყვანებმა ელისაბედ ქობალიამ და ლუკა ნადარაიამ შემოქმედებითი თვალსაზრისით ნაყოფიერი, – მდიდარი და მრავალფეროვანი საღამო კიდევ უფრო საინტერესო გახადეს. კონცერტზე სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა სხვადასხვა კომპოზიტორის კლასიკური ნაწარმოებები შეასრულეს და დარბაზში მსხდომთა აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. #1 სამუსიკო სკოლის დირექტორმა მზია მატკავამ, რომელმაც სხვა პედაგოგებთან ერთად უამრავი მილოცვა და ყვავილები მიიღო, მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენისათვის  და სასიამოვნო განწყობის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა და დედებს გაზაფხულის ეს ლამაზი დღე მიულოცა. სამუსიკო სკოლის მოსწავლეები ხშირად ანებივრებენ  მსმენელსა თუ მაყურებელს კლასიკური მუსიკის კონცერტებით. არტ-გალერეაში ჩატარებულმა ღონისძიებამ კი კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მუსიკა მართლაც სულის ჰარმონიაა და საოცრად უხდება გაზაფხულის დღესასწაულებს.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...