ზუგდიდში, ტელერადიოკომპანია "ოდიშის" ორგანიზებით არხის ეზოში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 -ს მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. სპეციალურად მომზადებულ სცენაზე ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა სიტყვით მიემართა შეკრებილებისთვის. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის პოლიტიკური მდივნის თეიმურაზ ბასილაიას განცხადებით, აუცილებელია ყველა ევროპული ძალების გაერთიანება, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს ეს პროცესი.
"გუშინ ივანიშვილმა საბოლოოდ ჩამოუშვა დემოკრატიის ფარდა საქართველოში და დაიწყო სრული უზურპაცია მთელი სახელისუფლებო რგოლის – სასამართლო სისტემის, პროკურატურის და ყველა დემოკრატიული ინსტიტუციების, რაც კი შეიძლება იყოს. ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ყველა ევროპული ძალებისა და სტრუქტურების გაერთიანება, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს ეს პროცესი, ჩვენი სიტყვა ვუთხრათ და დავასრულოთ ეს ხელისუფლება,სხვა გზა არ არის" – განაცხადა სიტყვის გამოსვლისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის პოლიტიკურმა მდივანმა თეიმურაზ ბასილაიამ.
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 -ის მხარდასაჭერი აქცია ტელერადიოკომპანია "ოდიშის" ორგანიზებით გაიმართა.