სენაკში დაკარგული რვა წლის ნიკა გაბეჩავას სამძებრო სამუშაოები დღეს დილით განახლდა, მყვინთავები, კინოლოგები და საგანგებო დავალებათა ბატალიონის თანამშრომლები სამძებრო სამუშაოებს მდინარე ტეხურაში ატარებენ, თუმცა დაკარგული 8 წლის ნიკა გაბეჩავას პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.სენაკში რვა წლის ბავშვი რამდენიმე დღის წინ დაიკარგა. სენაკის რაიონულმა სასამართლომ გაუჩინარებული ნიკა გაბეჩავას საქმეზე დაკავებულს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 129-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დაუხმარებლობას გულისხმობს. გაბეჩავას ოჯახი საქმის გადაკვალიფიცირებასა და დაუხმარებლობის მუხლის მკვლელობის მუხლით შეცვლას ითხოვს. მათი განცხადებით, საქმეს ბრალდებულის ადვოკატიც უნდა ჩამოშორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალზე საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან.
სენაკში დაკარგულ რვა წლის ბავშვს ისევ ეძებენ
სიახლეები
სიახლეები
შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....
სიახლეები
13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა
3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...
სიახლეები
ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა
"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...
სიახლეები
EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...