სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის შენობის წინ აქცია შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ მიიღეს.
ორგანიზატორთა თქმით, დღეს არ არსებობს საშიშროება, რომ “რუსთავი 2”-ში რამე მოხდება, მხარდამჭერებს კი 12 მარტს დაგეგმილ აქციაზე მისკვლისკენ მოუწოდეს.
გუშინ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ არხის მხარდამჭერებმა აქცია სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის შენობის წინ გამართეს. მათ კარვები გაშალეს და აცხადებდნენ, რომ ისინი ბოლომდე დაიცავდნენ “რუსთავი 2”-ს.