მთავარისიახლეებიპოლიტიკა„რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციების მკვეთრი...

„რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციების მკვეთრი კრიტიკა მოყვაა გმობს

Published on

„შეშფოთებას გამოვთქვამთ 2 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ის წილების მესაკუთრედ ცნობილი იქნა ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა” (40%). როგორც სამივე ინსტანციაში სასამართლო პროცესის მიმდინარეობა, ასევე, საბოლოოდ მიღებული შედეგი არ შეესაბამება სამართლიანი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნებს და კიდევ უფრო მყარს ხდის ჩვენს ეჭვებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელისუფლების უხეში ჩარევის შესახებ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება აზიანებს საქართველოს სამომავლო დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას, ზღუდავს მედიის თავისუფლებასა და პლურალისტულ მედია გარემოს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომლითაც 19 არასამთავრობო ორგანიზაცია  „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან. 
 
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), საქართველოს ატლანტიკური საბჭო, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), „მწვანე ალტერნატივა“, კავშირი „საფარი“, მედიის განვითარების ფონდი (MDF), საქართველოს გაერო-ს ასოციაცია, სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, „ხმა საქართველოდან“, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და „საზოგადოება და ბანკები“. 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...