მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა გვარამია - სრულ უფლებამოსილებას ვანიჭებთ პოლიტიკურ ძალებს, მიიღონ მონაწილეობა ჩვენს აქციებში

ნიკა გვარამია – სრულ უფლებამოსილებას ვანიჭებთ პოლიტიკურ ძალებს, მიიღონ მონაწილეობა ჩვენს აქციებში

Published on

„რუსთავი 2“ რუსთაველის გამზირზე 12 მარტს, 14:00 საათზე საპროტესტო აქციას გამართავს, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. მან ყველა პოლიტიკურ ძალას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საქართველოს მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდა. 

„აქ იქნებიან „რუსთავი 2“-ის სახეები, იქნება საპროტესტო აქცია-კონცერტი „რუსთავი 2“-ის მეგობრების მონაწილეობით და აქ იქნებიან პოლიტიკური ძალებიც. ჩვენ ვხედავთ, რომ აქ იქნებიან პოლიტიკური ძალები. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკურად სტერილურად ეს პროცესები ვერ განვითარდება, ამიტომ სრულ უფლებამოსილებას ვანიჭებთ პოლიტიკურ ძალებს, მიიღონ მონაწილეობა ჩვენს აქციებში, მიმართონ საკუთარ ამომრჩეველს და მოითხოვონ ის პოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყანაში თავისუფალი მედიის მდგრადობას, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, დემოკრატიის მდგრადობას და არ გადახვევას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...