მთავარისიახლეებიპოლიტიკამაკა ჩიჩუა: პრინციპულად მნიშვნელოვანია რუსთავი 2-ის შენარჩუნება სრული შემადგენლობით

მაკა ჩიჩუა: პრინციპულად მნიშვნელოვანია რუსთავი 2-ის შენარჩუნება სრული შემადგენლობით

Published on

ამ ფონზე, როცა ვიზალიბერალიზაცია გვაქვს, რატომ უნდა გავაფუჭოთ ჩვენი მომავალი?! – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ განაცხადა, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან მივიდა და ტელეკომპანიის თანამშრომლებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მაკა ჩიჩუას აზრით, არც ერთი ევროპული სახელმწიფო არ დაუდგება გვერდში იმას, რაც ხდება და ყველა ეჭვის თვალით შემოგვხედავს. მაკა ჩიჩუას აზრით, ცუდი და დამანგრეველი გამოცდილება არ უნდა გავიმეოროთ. 

“ძალიან კარგად მახსოვს ყველაფერი და ძალიან ცუდად მახსენდება ის, რაც ხდებოდა ტელევიზიების მიმართულებით. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, არ დავაზარალოთ თავისუფალი სიტყვა. დღეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, ისეთმა კრიტიკულმა ტელევიზიამ, როგორიც არის “რუსთავი 2”, იარსებოს იმ გუნდთან ერთად, რაც დღეს არის მთელი შემადგენლობით. ჩვენ არ გვჭირდება ძველი უბედურებების გახსენება, არამედ წინ უნდა გავიხედოთ და ჩვენს შვილებს შევუქმნათ ნამდვილი, დემოკრატიული, ევროპული მომავალი. რატომ უნდა შევუქმნათ ჩვენს შვილებს საფრთხე იმისა, რომ წინსვლა შეფერხდეს. ძალიან ბევრი უკვე გაკეთებულია, ჩვენ ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ, მაგალითად მე, ჩემი ძალებით ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მოგვეპოვებინა თავისუფალი სიტყვა და თავისუფლება”, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ. 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...